|
2022-10-31 09:39:35, 1440 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა
რუსთავში, სასაფლაოების ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. დაშავებული, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან უკვე გაწერეს. "გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილი იქნა 77 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის მიდამოში ნაკბენი ჭრილობა. ჩვენთან ჩაუტარდა ჭრილობის შეხვევა, დამუშავება, გაკერვა. იყო დაყოვნებული მეთვალყურეობის ქვეშ და დღეს დილით სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან. მიეცა ყველა შესაბამისი რეკომენდაცია და იმყოფება ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ", - თქვა ექიმმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, აგრესიული მგლის განეიტრალებმა სამართალდამცავება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოახერხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)