01:53 - 05 Nov, 2026
|
2022-10-29 12:54:11, 1425 ნახვა
საზოგადოება
გლდანში სამ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. "კალათბურთის ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი სხვადასხვა მისამართზე განთავსდა. კალათბურთის მოედანი მუხიანის 4ა მიკრორაიონის N11-13-14 კორპუსებთან, ხოლო სკოლისა და წყაროს ქუჩებზე კი, ფეხბურთის მოედნები მოეწყო. სამივე მოედნის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 287 065 ლარი დაიხარჯა. სპორტული მოედნების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)