|
2022-10-29 10:34:00, 1047 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სომხეთის ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული საკითხების ერთობლივ განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას. აშოტ სმბატიანმა ქვეყნებს შორის საუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)