13:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 15:17:52, 1306 ნახვა

საზოგადოება
​საპატრიარქო მედიის შეზღუდვას ცდილობს და ჟურნალისტებს რეგულაციებს უწესებს

საქართველოს საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწესებს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დეკანოზი ამბობს, რომ მედიის შეზღუდვის მცდელობა კანონის ფარგლებში ხდება, შესაბამისად საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, ჟურნალისტებს ექნებათ გამოყოფილი სივრცეები, დასჭირდებათ აკრედიტაცია, რითაც გადაწყდება შეძლებენ თუ არა დასწრებას. 

"სვეტიცხოველში რაც მოხდა, ბოლო სვეტიცხოვლობას ეს იყო ბოლო წერტილი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რაზეც ვიკავებდით თავს. უკანასკნელ წლებში, არცერთ რელიგიურ გაერთიანებას არ შემქნია ისეთი წინააღმდეგობა, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას. საპატრიარქო არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისთვის, რომელზეც შეუძლია პირმა ან ორგანიზაციას ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის შემთხვევაში. 

ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუზე მიმართვა მსახურების წინ. უარის მიღება კი, ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება. სასულიერო პირისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ წირვაზე შევიდეს აუღელვებლად. საპატრიარქო პატივს სცემს ნებისმიერ ჟურნალისტს და ამიტომაც გამოყავით სპეციალური სივრცე, მიუხედავად ამისა "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს მათთვის გამოყოფილი სივრცე დაეკავებინათ და ამ ადგილს გალია უწოდეს. მეტიც, განაცხადეს რომ სასულიერო პირებს თმენის ვალდებულება აქვთ. 

საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გამოყენების უფლებასაც გულისხმობს. ამრიგად, საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს ჟურნალისტების დასწრების საკითხი",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურას ჯაშუშობაში ბრალდებულების საქმეს, საიდუმლო გრიფი მიენიჭა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics