|
2022-10-27 15:34:12, 1064 ნახვა
საზოგადოება
სიღნაღში ძმამ და მოკლა - რას ჰყვებიან ადგილობრივები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და მოკლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მოხდა. ქალი 34 წლის იყო. როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრისას ჰყვებიან, ქალი ორ ძმასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ძმებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. გაშველების მცდელობისას, ერთ-ერთმა ძმამ ბლაგვი საგნით ქალს სხეულზე მძიმე დაზიანება მიაყენა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "იქეიფეს და მერე მანქანაში გოგო ყვიროდა - მიშველეთო და სხვა რა მოხდა არ ვიცი. ამბობენ, თავში ჩაარტყაო", - ამბობს ადგილობრივი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)