|
2022-10-27 10:11:43, 992 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ. მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ასევე, 2023 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და პროგნოზები. სსფ-ის მისიის ჩამოსვლას თბილისში წინ უსწრებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან, ხაზი გაესვა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას და სსფ-ის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)