|
2022-10-26 15:52:30, 1632 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - “განაწილებას” შესთავაზებს
„თიბისი“ მომხმარებლებს მალე ახალ, ინოვაციურ სერვის განაწილებას შესთავაზებს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც BNPL- Buy Now, Pay Later (შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით). „თიბისის“ განაწილებით მომხმარებლებს შეეძლებათ ყიდვა ახლა, გადახდა - მოგვიანებით. განაწილებით სარგებლობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ ნივთი დღეს, გაყონ მისი ღირებულება 4 ტოლ ნაწილად, შეადგინონ გადახდის გრაფიკი 4 თვეზე განაწილებით და გადაიხადონ ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე. რატომ „თიბისი“ განაწილება და რა იქნება მისი უპირატესობები:
როგორ იქნება შესაძლებელი „თიბისი“ განაწილების გამოყენება:
პროდუქტს ძალიან მალე დაემატება ლიმიტის მოთხოვნის ფუნქციონალი ციფრულ ბანკში და უკვე გადახდილი ტრანზაქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. „„თიბისი“ უკვე 30 წელია ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე. ახალი პროდუქტი - განაწილება - სრულ თანხვედრაშია ამ მიზანთან და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლებზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია, შეიძინო ნივთი აქ და ახლა და გადაიხადო საფასური განაწილებით. არსებული მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეუძლიათ. ჩვენი პარტნიორი მაღაზიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რათა კიდევ უფრო მარტივი გახდეს „თიბისის“ მომხმარებლების ყოველდღიურობა,“ - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 30 წლის მანძილზე „თიბისი“ მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახდა, რომელიც სხვადასხვა პროცესების დაჩქარებასა და გამარტივებას ემსახურება. „თიბისის“ მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მისიის შესაბამისად შეიქმნა ახალი პროდუქტი განაწილება, რომელიც კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს ხდის სასურველი პროდუქტების შეძენასა და საფასურის გადახდას.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)