14:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 17:14:51, 728 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პირველადი, ფსიქიკური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

თამარ გაბუნიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლისას გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის სამართლიანი და ღირსეული  სამუშაო პირობების  უზრუნველყოფაზე.

„ჯანდაცვის სექტორში აქცენტი კეთდება  პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, რაც ითვალისწინებს, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ტელემედიცინის სისტემის განვითარებას, ასევე - ოჯახის ექიმებისთვის გზამკვლევების შემუშავებასა და დანერგვას, რაც შექმნის გარანტიას ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.“-  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  რომან კრაუსი  და დელეგაციის  სხვა წარმომადგენლები, ასევე -სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics