|
2022-10-25 15:03:13, 892 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის მე-2 შესახვევში, N35-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 41-მეტრიანი კედელი შენდება. ასევე, მოეწყობა დამცავი ღობე. სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული ტერიტორია საფრთხის შემცველი იყო. იშლებოდა მიწა, რის გამოც საჭირო გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობის დაწყება. ამ პროექტით თავიდან ავიცილეთ მდგომარეობის გამწვავება და მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ დგას. ადგილობრივი მოსახლეობაც დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 224 000 ლარია გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)