|
2022-10-25 11:20:48, 890 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ბმა-ს პროგრამის ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა
გლდანის რაიონის გამგეობამ, ცხრა თვის განმავლობაში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 929 406 ლარი დაიხარჯა. თბილისის მერიის ცნობით, მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი 21 მისამართზე შეიცვალა, 20 მისამართზე ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა, ქანობიანი და ბრტყელი სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგების სამუშაოები 52 მისამართზე ჩატარდა, სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები 8 მისამართზე განხორციელდა. საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეების რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა) კი, 18 მისამართზე დასრულდა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)