|
2022-10-24 17:47:00, 877 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების ჯგუფს შეხვდა
„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის" პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების ჯგუფი ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობასა და სოციალური სისტემების გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების შესაძლებლობის კიდევ უფრო გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება. მსოფლიო ბანკის მიერ დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, რათა საქართველოში განვითარდეს ადამიანური კაპიტალი და დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დასაქმებისა და სოციალური დაცვის სისტემები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)