|
2022-10-24 13:14:35, 2067 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ახალი ბარათები ახალი თაობისთვის
ახალი თაობის მხარდაჭერა „თიბისისთვის“ 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, „თიბისიმ“ გადაწყვიტა, ახალი თაობის ხელშეწყობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და ახალგაზრდებზე მორგებული პროდუქტები შექმნას. სწორედ ასეთი სიახლეა „თიბისის“ ახალი ბარათები ახალი თაობისთვის. ეს არის ვერტიკალურ ბარათები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც ახალი დიზაინით შეიქმნა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გამოიწერონ მათთვის სასურველი ფერის ბარათები და ისარგებლონ სხვადასხვა განსაკუთრებული შეთავაზებით პარტნიორ ობიექტებში. ვიზას ახალი ბარათების შეკვეთა მომხმარებელს როგორც „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალში, ისე ვებგვერდზე www.tbcyouth.ge-ზე შეუძლია. „ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ვმუშაობთ პროდუქტების და მომსახურების დახვეწაზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას გაამარტივებს და მათ ცხოვრების სტილს მაქსიმალურად მოერგება. ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის მუდმივად გვაქვს საინტერესო შეთავაზებები" - ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ახალი თაობის მხარდაჭერის გზავნილის პირველი ეტაპი მუსიკალური ვიდეო Take Over იყო, რომელზეც პოპულარულმა ქართულმა ბენდმა „Bedford Falls"-მა, კომპოზიცია Take Over დაწერა. „თიბისი“ აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების მიმართულებით.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)