|
2022-10-21 20:37:32, 1052 ნახვა
საზოგადოება
პროკურორი - ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს გაასაჩივრებს
ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს. „ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, ბრალდების მხარეს გარკვეულწილად დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა. ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა. ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს. ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა“. - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)