04:34 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 17:53:39, 1036 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო ,,იმედის'' ეთერში კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოება არის არაკონვენციური ომის ნაწილი. თუმცა, აქტუალურობიდან გამომდინარე, იგი აუცილებლად გადაიზრდება კონვენციური ომის ჭრილში. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოში იმართება და აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებლად ხელს შეუწყობს ამ ფორუმის გაფართოებას.

„ის რომ ღონისძიება კიბერუსაფრთხოების თაობაზე უკვე მესამე წელია ჩვენთან ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. კიბერუსაფრთხოების ფორუმზე მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას არ დავიშურებთ,  ეს ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალში უნდა მიიღოს მასშტაბური სახე, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. 

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ევროპა და დასავლეთი კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოწინავე ქვეყნები არიან და ჩვენც ამ მოწინავე ქვეყნების ნაწილი ვართ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics