22:46 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 12:00:16, 1116 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ პოზიციაზე განცხადება 32-მა კანდიდატმა შეიტანა - სია

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე არამოსამართლე წევრობის კანდიდატების განცხადებების მიღება დასრულდა. 

კონკურსი 5 ვაკანტურ ადგილზეა გამოცხადებული, კანდიდატების რაოდენობა კი 32-ს შეადგენს.

კანდიდატების სია, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ასე გამოიყურება.

1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი)

წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი

წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია

3. რუსუდან კვინიკაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი

წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი 

4. კარლო ბზიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 

5. ხათუნა ლორია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

6. ალექსანდრე კურცხალია - სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ სამართლის რწმენა

7. ტრისტან ბენაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია

8. ლია მუხაშავრია - სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები

9. კახა წიქარიშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

10. გია ლილუაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

11. ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი

წარმდგენი: ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

12. ზურაბ აზნაურაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

წარმდგენი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია

13. იოსებ ვარძელაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

14. ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

15. თამარ მახარობლიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

16. როინ მიგრიაული - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 

17. გიორგი ტურაზაშვილი - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

18. სოფიო სოხაძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

19. მანუჩარი კოკოჩაშვილი - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია

20. ზურაბ გურასპაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება, ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი

21. ლევან ნემსაძე - სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია

22. გრიგოლ გაგნიძე - ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე; ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია

23. ავთანდილ კახნიაშვილი - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს იურისტთა გილდია 

24. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი

წარმდგენი: ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

25. ზაზა ბუაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: გამჭვირვალობა საქართველოს ცენტრი

26. ნინო ნიშნიანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი

წარმდგენი: ა(ა)იპ საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობის კავშირი

27. დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ა(ა)იპ უფლებები საქართველო

28. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე

წარმდგენი: ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია 

29. სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი

წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი

30. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე

წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი

31. გიორგი გზობავა - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია

32. ვიქტორ ახალბედაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ა(ა)იპ უფლებათა დაცვის ცენტრი 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics