16:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 10:40:03, 1071 ნახვა

საზოგადოება
რაჭაში რთველი დასრულდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში რთველი დასრულდა და მოსავალი სრულად დაბინავებულია.

მათივე ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა. მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.

„მიმდინარე წელს, რაჭაში ყურძნის მოსავალი ძირითადი ნაწილი კერძო სექტორის მიერ გადამუშავდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული იყო 60-ზე მეტი კერძო კომპანია.

რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი შეიძინა და გადაამუშავა და მევენახეს არანაკლებ 7 ლარი გადაუხადა. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ.

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები ჩასაბარებელი ყურძენს მონიტორინგს უწევდნენ.

რთველის პროცესში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 30-ზე მეტი პუნქტი იყო გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევდა.

რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებდა.

რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ლეჩხუმის რეგიონს წელს ადგილწარმოშობის ღვინო „ოყურეშის უსახელოურის“ დაემატა, რომლის მიკროზონა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ოყურეშის უსახელოური შეიძლება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან დამზადდეს. „ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი,“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics