16:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 15:54:16, 1348 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება

18 ოქტომბერი, 2022 - „საქართველოს ბანკი" საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ტექნოლოგიურ სამყაროში დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest, 29 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.

„ღონისძიება ტარდება ტექნოლოგიურ სფეროში ინტერესის გასაღვივებლად, Google-ის სერვისებთან უფრო ახლოს გასაცნობად, შესაძლებლობების გასაზიარებლად და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად. ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიების გამოფენას, გართობასა და ნეთვორქინგს. ასევე, მოეწყობა დასაქმების ფორუმი, სადაც კარიერული განვითარებით დაინტერესებული სტუმრები გაივლიან კონსულტაციებს CV-ის წერისა და LinkedIn-ის შექმნა/მართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის რამ პირველად ტარდება. რაც, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, - განაცხადა GDSC Lead-მა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიზი ეჯიბიამ.

„საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს წამოწყებებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალის, DevFest-ის გენერალური პარტნიორები. ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე. დაგეგმილია პანელური დისკუსია, რომელიც ცოცხალს გახდის პროცეს და დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საერთაშორისო  და ადგილობრივი სტარტაპ ეკოსიტემა, სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში, Google სტარტაპ აქსელერატორი და ა.შ. იქნება საქართველოს ბანკის სესია და Google-ში სტაჟირების შესაძლებლობები. ზოგადად ამ დარგისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურ სფეროში გვყავდეს ძლიერი სპეციალისტები და პროფესიონალები“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ. 

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის საჭიროა, 24 ოქტომბრამდე შავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ExEIEI
ღონისძიება ორ ენაზე წარიმართება (ქართული და ინგლისური).





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics