|
2022-10-17 15:24:48, 2059 ნახვა
საზოგადოება
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
სექტემბრის ექსპორტი ძლიერი იყო, თუმცა, იმპორტი უფრო ზომიერი, რაც შიდა მოთხოვნის და ნორმალიზების არგუმენტია. თუმცა, გუგლის მობილურობისა და სექტორული ბრუნვების ინდიკატორები კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. საერთაშორისო განვითარებების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის შედეგად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის აწევის მოლოდინები კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც დოლარის ადგილობრივ და საერთაშორისო ფასს შორის ისტორიულად მაღალი დიფერენციალის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ჩვენი საწყისი შეფასება საქართველოში დეპოზიტების ბაზარზე მხოლოდ მცირე გადმოცემას ითვალისწინებდა. შემდგომ, საბანკო სექტორში დაგროვებული ჭარბი უცხოური ვალუტის გათვალისწინებით, მოლოდინები უფრო დეპოზიტების განაკვეთების დამატებით შემცირებისკენ იყო. სადღეისოდ, როგორც ჩანს, საბაზო სცენარი საქართველოში დოლარის დეპოზიტების განაკვეთების დიდწილად უცვლელად შენარჩუნებაა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ არაერთგვაროვან სურათს იძლევა. სავალუტო ბაზარზე ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ზეწოლა ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისია. კვლავ ვფიქრობთ, რომ დოლარის მიწოდება ჭარბი იქნება, თუმცა, ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მომდევნო თვეებში ეს უფრო სებ-ის სავალუტო რეზერვების ზრდაში აისახება, ვიდრე დოლართან ლარის მკვეთრ გამყარებაში. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: tbccapital.ge
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)