17:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 14:59:30, 969 ნახვა

საზოგადოება
ფურცხვანიძე - მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ამიერიდან რა იქნება, არ მაინტერესებს

მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე,- ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით,  გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ იყო 22 ვოლტიან კვების ბლოკი დამონტაჟებული შადრევანში, ფურცხვანიძე პასუხობს, რომ - "ყველგან არის დამონტაჟებული - რიყის შადრევანზე მიდით და გადაიღეთ, იტალიელების მოწყობილია". 

მისი თქმოთ, გამოძიება გრძელდება და გამოკითხვაზე ისევ დაიბარებენ. 

„საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენს ვერ გეტყვით, კითხეთ გამოძიებას.

ელექტროობა შემოწმებული იყო, დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული. მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ამიერიდან რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მაინტერესებს. სავარაუდოდ, კიდევ დამიბარებენ“,- განაცხადა ფურცხავნიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics