|
2022-10-15 11:52:10, 2112 ნახვა
საზოგადოება
ექიმი - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სავარაუდოდ მალე გაეწერება
ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სავარაუდოდ მალე გაეწერება,- ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ექიმი აღნიშნავს, მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება. „კონტაქტში შემოდის კარგად, შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. რისკები მაინც საჭიროებს დაკვირვებას. პროგნოზის მხრივ, ვფიქრობ, რომ ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ მალე გაეწერება. მონიტორინგი გრძელდება ინტენსიურ განყოფილებაში. ნევროლოგიურ სტატუსს ჯერ კიდევ სჭირდება დაკვირვება. ვფიქრობ, ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანა, ამ მონაცემებით საჭირო არ არის“, -განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმე იყო მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გუშინ მართვის სუნთქვის აპარატოდან მოხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)