|
2022-10-14 18:11:19, 1159 ნახვა
ომი უკრაინაში
მერკელი - არ ვნანობ რუსული გაზის შესყიდვის გადაწყვეტილებას, რადგან ეს იმ დროს სწორი ნაბიჯი იყო
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ არ ნანობს იმ კურსის შესახებ, რაც მისმა მთავრობამ ენერგეტიკული პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობის დინამიკასთან დაკავშირებით გაატარა. "ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ იმ დროში, რომელშიც ვიმყოფებით". - უპასუხა მერკელმა მისი მთავრობის რუსეთისადმი მიდგომის შესახებ დასმულ კითხვას. მერკელმა, რომელიც კანცლერობის 16 წლის შემდეგ გასულ წელს გადადგა პოლიტიკიდან, თქვა, რომ არასოდეს სჯეროდა „Wandel durch Handel“-ის ცნების ან ვაჭრობის გზით ცვლილებების მოტანის. ”ამ მხრივ, მე საერთოდ არ ვნანობ გადაწყვეტილებებს, უფრო სწორად, მე მჯერა, რომ ეს იყო სწორი იმ დროის თვალსაზრისით,” - თქვა მან და დასძინა, რომ რუსულმა იაფმა გაზმა მისცა გერმანიას ბირთვული და ქვა-ნახშირის ენერგიის ხმარებიდან ამოღების საშუალება. Nord Stream 2 მილსადენი, რომელიც გამიზნული იყო რუსეთიდან გერმანიაში გაზის იმპორტის გასაორმაგებლად ბალტიის ზღვის გავლით, შეჩერდა უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე. "რუსეთის ამ სასტიკმა შეჭრამ უკრაინაში ახლა ცვლილებები მოიტანა. ეს არის გარდამტეხი მომენტი",.- თქვა მერკელმა გერმანიის ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ევროპა ეძებს გზებს, რითაც სრულად დამოუკიდებელი გახდება რუსული გაზის მოხმარებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)