10:02 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 16:41:41, 1199 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსებს ქალაქი ენერგოდარი სურთ, რათა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წაგვართვან

რუსებს ზაპოროჟიეს მცირე ნაწილი სურთ, სადაც ქალაქი ენერგოდარი მდებარეობს. - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ წაართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. 

"მათ სურთ წაიღონ მხოლოდ პატარა ნაჭერი, სახელწოდებით ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი ენერგოდარი, რათა წაგვართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ეს მათი ერთადერთი სურვილია დღეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics