|
2022-10-14 11:44:10, 1466 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ახლა ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას, ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს
ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას, ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნის თქმით, უკრაინელებმა დამარხეს მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ. „სასტიკ ბრძოლებში, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენ ჩვენი მიწის ყველა ნაწილს ვიკავებდით. მათ შეაჩერეს მტრის შემოსევა და დამარხეს მითი რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ. ახლა კი ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას. ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს“,- განაცხადა ზალუჟნიმ.. მისივე თქმით, იყო უკრინელი, ნიშნავს გქონდეს გამბედაობა დ იბრძოლო თავისუფლებისთვის. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)