11:27 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 22:31:54, 1872 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ესპანეთი უკრაინა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 4 ერთეულ Hawk-ს გადასცემს

ესპანეთი უკრაინა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 4 ერთეულ Hawk-ს გადასცემს. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

"მივესალმები ესპანეთის დღევანდელ განცხადებას, რომ ისინი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 4 ერთეულ Hawk-ს გადასცემენ. იმასთან ერთად, რაზეც მოკავშირეებმა ბოლო დღეებში ისაუბრეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics