|
2022-10-13 22:17:16, 1934 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - 20 ადამიანის ტყვეობიდან გათავისუფლება შევძელით
20 ადამიანის ტყვეობიდან გათავისუფლება შევძელით. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ტყვეების მორიგი გაცვლა ეს არის სიხარულის მორიგი წამები. "ჩვენები სახლში ბრუნდებიან. ტყვეების მორიგი გაცვლა, სიხარულის მორიგი წამები და იმის გაცნობიერება, რომ დღეს ბევრი ოჯახისთვის ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება. 20 ადამიანის ტყვეობიდან გათავისუფლება შევძელით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ. მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)