|
2022-10-13 13:23:10, 938 ნახვა
საზოგადოება
ახლად გახსნილ ვაკის პარკის შადრევანში სკოლის მოსწავლე ჩავარდა და დენმა დაარტყა
ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სამი მოზარდი ჩავარდა და დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. მოზარდები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, საკითხს გამოიკვლევს და შესაბამისი კომპანიები პასუხისგებას მიეცემიან. "მოვიკითხავ, ახლა ჩავარდა? ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ საკითხზე",- განაცხადა კალაძემ. შსს-მ გამოძიება 220-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ცნობისთვის, გუშინ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)