11:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 17:15:34, 1632 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატო-ს მიზანი ომის თავიდან აცილებაა, პრიორიტეტი უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვა იქნება

ნატო არის თავდაცვითი ალიანსია, ნატო-ს მიზანია კონფლიქტებისა და ომის თავიდან აცილება, შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ შესაძლებლობებს, რათა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისიე თქმით,მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის.

"ნატო არის უნიკალური პლატფორმა. ჩვენ გვაქვს ნატო-ს თავდაცვის დაგეგმარების პროცესი, გვაქვს შესაძლებლობების სამიზნეები, ვმუშაობთ სტანდარტიზაციაზე, ურთიერთთავსებადობაზე. ყველაფერი ეს არის ნატო-ს უნიკალური ინსტრუმენტები, რაც საშუალებას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ თავდაცვის ინდუსტრიასთან და მივაწოდოთ ინდუსტრიას გრძელვადიანი საჭიროებების მოთხოვნები, რათა მეტი ინვესტიცია მოხდეს წარმოების შესაძლებლობებში, რომ შევძლოთ მეტი იარაღის, აღჭურვილობის წარმოება, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვა და შეკავება და ასევე გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ნატო-ს მიზანია კონფლიქტებისა და ომის თავიდან აცილება. შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ შესაძლებლობებს, რათა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე". - ნათქვაია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics