|
2022-10-12 13:17:52, 619 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული შიდა უსაფრთხოების ატაშე ეწვია
საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ოლივიე ლეფებვრიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. ატაშე ესტუმრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს. შეხვედრების ფარგლებში, ოლივიე ლეფებვრი დეტალურად გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას. მხარეებმა საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშემ ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)