|
2022-10-12 12:23:39, 810 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა შეემატა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა სოფელ ზემო რენეს ახლ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერეს. ორ სააღმზრდელო ჯგუფზე გახსნილი საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება, მათ შორის 4 გამყოფი ხაზისპირაა, ხოლო 3 მაღალმთიანი. როგორც ვახტანგ მაისურძემ აღნიშნა „ადმინისტრაციულ ერთეულში 30 წელი საბავშო ბაღი არ ფუნქციონირებდა და ბავშვები მეზობელ სოფლებში დაყავდათ. დღეს პატარებს კომფორტული სააღმზრდელო გარემო აქვთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვა და მის განათლებაზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა“.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)