|
2022-10-12 10:43:31, 758 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის (GILMDP) მიმდინარეობის შედეგები შეაჯამეს და საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL) განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროექტზე (GRAIL) მუშაობს, რომელიც ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში ინვესტიციებს ითვალისწინებს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL), რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შესახებ, მათ შორის, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების (GILMDP) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების გათვალისწინებით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)