|
2022-10-12 10:39:10, 711 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საქართველოში შრომის პირობების, შრომითი ურთიერთობების, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება“ დასრულდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემაჯამებელ კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და პროექტის 3-წლიანი შედეგები შეაჯამა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სისტემურად შრომის უფლებების დაცვის საკითხს მიუდგა და ქვეყანაში შრომის უფლებების გამტკიცებაზე აქტიურად იმუშავა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, 14 ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდა. მათი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში უკვე დაწყებულია. ცვლილებები საქართველოში შრომით პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რასაც საქართველოს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებაც ითვალისწინებს. „ტვინინგის“ პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, ასევე, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, შრომის ინსპექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)