11:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 21:41:42, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიხანოვსკაია ზელენსკის - ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა უკრაინასთან ითანამშრომლოს

ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან. - ამის შესსხებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიტლანა ტიხანოვსკაიამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფალი უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს თავისუფალი ბელარუსი და ევროპა.

"ჩვენ ვთავაზობთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დემოკრატიულ ბელარუსთან ალიანსის შექმნას. ერთად ვიბრძოლოთ და მხარი დავუჭიროთ ბელარუსის წინააღმდეგობას. გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან და დაამყაროს დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ უკრაინასთან ერთად. რადგან თავისუფალი უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს თავისუფალი ბელარუსი და ევროპა“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა.

მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics