13:06 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 21:17:35, 1878 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით

ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით იმდენი ხანს, რამდენიც დასჭირდება. - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოკავშირებთაბ ერთად უნდა უზრუნველყონ უკრაინულ ძალები, რადჰან დაიცვან თავიანთი ქვეყანა და თავისუფლება.

"ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით იმდენი ხანს, რამდენიც დასჭირდება. მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ რუსეთისთვის ხარჯების დაწესებას მისი აგრესიისთვის, პუტინს და რუსეთს სისასტიკისა და ომის დანაშაულებში პასუხიმგებლობას დავაკისრებთ და უზრუნველვყოფთ უკრაინულ ძალებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა და თავისუფლება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics