2022-10-10 10:07:13, 1570 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - კიევის ცენტრში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კლიჩკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რამდენიმე აფეთქება შევჩენკოვის რაიონში მოხდა.
"რამდენიმე აფეთქება შევჩენკოვის რაიონში - დედაქალაქის ცენტრში. ყველა სერვისი ადგილზეა. დეტალები მოგვიანებით", - წერს კლიჩკო.
მედიის ინფორმაციით, დილით დედაქალაქში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,