|
2022-10-07 11:36:58, 1370 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი დმანისის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო
ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დმანისის საავადმყოფოს განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკას სრულიად ახალი და თანამედროვე რენტგენის აპარატურა უკვე გადასცა. იგეგმება კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა. ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ამბულატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც ტელემედიცინის პროგრამას გაეცნო. პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე 27 სოფლის ამბულატორიაშია დამონტაჟებული, წლის ბოლომდე კი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი აბაიაძე და სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი იმყოფებოდა. სამედიცინო დაწესებულებები, მათთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილმა დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)