19:56 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 11:00:44, 1676 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის ინვესტიციით, გლემპინგ კომპლექსი - პორტო გუმათი გაიხსნა

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, რიონის ხეობაში, ქუთაისიდან 7 კილომეტრში, ახალი გლემპინგ სივრცე - პორტო გუმათი გაიხსნა. ტურისტული ობიექტი ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე, 10 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ხის კოტეჯს აერთიანებს და დამსვენებელს გარდა განთავსებისა, ნავით და კატერით გასეირნებას, საცხენოსნო ტურებს, ლაშქრობებს, ღვინის დეგუსტაციასა და კვების ობიექტის მომსახურებას, ღია ტერასას და აუზს სთავაზობს.

ბაზისბანკის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 330,000 ლარი შეადგინა.

პორტო გუმათმა დამსვენებლების მიღება მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყო და მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტო გუმათი წელიწადის ოთხივე სეზონზე გათვლილი სივრცეა. ტურისტულ ობიექტში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ნახევარ ჰექტარზე, 10 ერთმანეთისგან დაშორებული კოტეჯი განვათავსეთ. კოტეჯები, გუმათ ჰესის ტერიტორიაზე, მთის ბორცვზეა გადმოკიდებული და რიონი, ტბის ეფექტს ქმნის. ჩვენი პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოში მსგავსი სივრცე, რომელიც წყლის სანაოსნე ტურებს და გლემპინგს აერთიანებს, არ არსებობს. ჩვენი ვიზიტორები გაოცებულნი არიან, რომ ქალაქიდან მხოლოდ 7 კილომეტრში ასეთ სივრცეში ხვდებიან.“ - აღნიშნა პორტო გუმათის დამფუძნებელმა, მერაბ გოგონაძემ.

„ბაზისბანკს, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics