|
2022-10-07 10:58:21, 813 ნახვა
საზოგადოება
2023 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 15.7%-ით გაიზარდა. სოფლის განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტი ზრდის მიზანია, სახელმწიფომ ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გახადოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. ბიუჯეტი გაიზარდა პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის. „ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების პროცესში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები დიდ დახმარებას უწევს ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, ექსპორტის ზრდის და იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიულ მიზანს ემსახურება; 2023 წელს, სახელმწიფო თანადაფინანსებას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში ზრდის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის არსებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები ქმნის შესაძლებლობებს, შეიქმნას მაღალი ხარისხისა და უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია. ერთ-ერთი სისტემური პროექტი, რომელიც ამ მიზნით ხორციელდება არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროექტი მხარს უჭერს აგრომეწარმეებს გაეზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით. 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სოფლის განვითარების სააგენტოს მეტი შეღავათიანი სესხის გაცემის შესაძლებლობას აძლევს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)