|
2022-10-06 14:51:02, 1292 ნახვა
საზოგადოება
“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის დირექტორთა საბჭოს წევრად იქნა არჩეული
მიმდინარე წლის 3-7 ოქტომბერს, ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელზეც “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე არჩეული იქნა ასოციაციის დირექტორთასაბჭოს წევრად 2023 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის დირექტორთა საბჭო შედგება 11 წევრისგან. ასამბლეაზე, საბჭოს წევრად, საქართველოსთან ერთად არჩეულ იქნა შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია. ევროპის საფოსტო ასოციაცია “PostEurop” აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 55 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)