|
2022-10-06 12:57:31, 1073 ნახვა
საზოგადოება
ჯანაშია - სააკაშვილი სიკვდილის პირასაა - წამლებს ვერ იღებს
ადამიანი არის სიკვდილის პირას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯანაშიას თქმით, „ვივა მედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკვებსა და მედიკამენტებს ვერ იღებს. "ადამიანი აღარ არის ფაქტიურად. წევს, აქვს 38-მდე სიცხე, 170 წნევა, საკვებს არ იღებს - ვერ იღებს, წამლებს ვერ იღებს. ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, საუბრის დროს იღლება უკიდურესად. ადამიანი არის სიკვდილის პირას", - განაცხდა ჯანაშიამ. შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი გუშინ უცხოელმა ექსპერტებმა მოინახულეს. რაც შეეხება ნობელის პრემიის ლაურეატ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობის, მას სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)