|
2022-10-05 12:16:05, 924 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის
თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობა 2022“-ის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გასულ უქმეებზე ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება - „თბილისობა“ გაიმართა, რომელიც ორწლიანი პაუზის გამო, ყველას მონატრებული გვქონდა. საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, უამრავი ადამიანი იყო გამოსული ამ ორი დღის განმავლობაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომელიც უშულოდ ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში და ღამეებს ათენებდა იმისთვის, რომ იქ მისულ ადამიანებს თავი სასიამოვნო გარემოში ეგრძნოთ. ასევე, მადლობას ვუხდი კონცერტებში მონაწილე მუსიკოსებს, მომღერლებს, ტექნიკურ ჯგუფებს; კომპანიებს, ვინც შექმნეს თბილისური გარემო და გააცოცხლეს თბილისური ისტორიები“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც დედაქალაქში უსაფრთხოების დაცვა უმაღლეს დონეზე უზრუნველყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)