15:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 11:08:43, 1302 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11.5% შეადგინა - ნახეთ რა გაძვირდა

2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყვველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური
და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და
ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი);

განათლება: ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (11.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.6 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6.1
პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-3.6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.6 პროცენტი).

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის სექტემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური
და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და
წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი
(21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და
შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი).

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics