|
2022-09-22 11:56:15, 3309 ნახვა
ეკონომიკა
ლიტერატურული პრემია „საბა“ 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია
ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 20 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და „თიბისი“ ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს. გამარჯვებულები გუშინ, ფუნიკულიორზე გამართულ დაჯილდოების საიუბილეო ცერემონიაზე გამოავლინეს. 2022 წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა. წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი. გამარჯვებულები კი შემდეგი ავტორები და მთარგმნელები გახდნენ: წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა) წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი) წლის საუკეთესო პიესა მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2) წლის საუკეთესო ესესიტიკა და დოკუმენტური პროზა ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა) წლის საუკეთესო პროზაული კრებული წლის საუკეთესო პოეტური კრებული ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი) წლის საუკეთესო რომანი არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე) წლის საუკეთესო ქართული თარგმანი კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი) წელს, უკვე მეორედ ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“. ნომინაცია „საბას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსთან“ თანამშრომლობით დაემატა. ამ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი) და რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი). პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი გადაეცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალს „არილი“.
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)