|
2022-09-20 10:42:45, 1299 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მინი აგურმა“ სამშენებლო აღჭურვილობის უნიკალური სათამაშო შექმნა
„საქართველოს ბანკი“ საინტერესო წამოწყებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია „მინი აგურმა“ ბავშვებისთვის უნიკალური სათამაშო შექმნა, რომელიც სამშენებლო მასალებისგან იწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 40 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 30 000 ლარს შეადგენს. „სათამაშოს შექმნის იდეა სამეგობროში ლეგოს კონსტრუქციების აწყობით დაიბადა. თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე გავაკეთეთ. პოზიტიური გამოხმაურების შედეგად კი რეალურ ბიზნესად ვაქციეთ. ჩვენს სათამაშოებს 4 წლის ასაკიდან მოიხმარენ, თუმცა ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ ფართოა, რადგან დაინტერესებას მხოლოდ ბავშვებში არ იწვევს. ასეთი პროდუქტი უნიკალურია და საქართველოში პირველია, საკმაოდ აქტუალური ხდება დღითიდღე პროდუქტი. ყოველთვიურად 300 ცალი სათამაშო იყიდება. აქ არის სრულიად სამშენებლო აღჭურვილობის მინიატურული მოდელები, რითიც მომხმარებელს რეალური შეგრძნების მიღება შეუძლია. ჩვენი სათამაშოების შეძენა, როგორც მაღაზიაში, ასევე, ონლაინ არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძელით დანადგარისა და აღჭურვილობის, ასევე, საწარმო ინვენტარის შეძენა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, მიხეილ გეგუჩაძემ. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ისეთი უნიკალური სათამაშო შეიქმნა, როგორსაც კომპანია „მინი აგური“ აწარმოებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მსგავს პროექტებს გვერდში დავუდგეთ და მათ წარმატებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას და გლობალური ბაზრის ათვისებას გეგმავს, გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ განვითარების შემდგომ გზაზე“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)