|
2022-09-15 10:07:57, 778 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც, მაშინ რატომ არ აცხადებდნენ ოლიგარქად?
ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო, მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში. მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამის უკან რაღაც ინტერესი დგას. ერთადერთი ეჭვია, რომ მისგან ელიან რაღაცას, მათ შორის როგორც ჩანს თხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნებები. "ოლიგარქს რაც შეეხება, მათ რა კრიტერიუმებიც წამოაყენეს, ეს არის ფინანსურად შეძლებული ადამიანი, რომელიც ერევა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მე შეგახსენებთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო. ჯარის ჩაცმა მაშინ სერიოზული პრობლემა იყო, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პატრულის აღჭურვა, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდა და და ა.შ. მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ამისთვის ძალიან დიდი თანხებიც გაიღო, დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში. მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? როდესაც ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა და ამ ყველაფერს აფინანსებდა, პირდაპირ ერეოდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. რატომ არ იყო მაშინ ოლიგარქი და ახლა რატომ აცხადებენ ოლიგარქად? ამის უკან რაღაც ინტერესი დგას. ბატონმა ბიძინამაც გაავრცელა წერილი და თავისი ეჭვი გამოთქვა. ჩვენც გვაქვს ერთადერთი ეჭვი, მისგან ელიან რაღაცას, მას თხოვენ მათ შორის როგორც ჩანს პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)