12:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 18:49:08, 856 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ კობახიძე რაღაცას სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ გოგაშვილს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ ეს არის ტყუილი

თქვენგან რამდენი იცნობს ირაკლი კობახიძეს  მე არ ვიცი, ხანდახან ხომ არის ისეთი მომენტი, რომ რაღაც წარმოდგენა გაქვს ადამიანზე, მისი პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე. 1000-დან არც ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც ამ ადამიანს პირადად იცნობს და დაიჯერებს, რომ ვიღაცას შეხვდა, ფული შესთავაზა და რაღაცეებს ამის სანაცვლოდ სთავაზობდა - ირაკლი კობახიძისგან ეს წარმოუდგენელია, სრული აბსურდია. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ირაკლი კობახიძე გოგაშვილისთვის თანხის სანაცვლოდ რაიმეს გაკეთება შეეთავაზებინა. 

,,ხუთი წლის წინ, სოსო გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო და ირაკლი კობახიძე, ჯერ კიდევ, პარლამენტის თავმჯდომარე. ვისთვის სთავაზობდა? რა ფულს სთავაზობდა? რა აბსურდზეა ლაპარაკი. შეხვედრით, შესაძლოა, მილიონჯერ იყვნენ შეხვედრილები ეს ადამიანები. წარმოუდგენელი აბსურდია და კიდევ ერთი, ოდნავ ზოგადი, მაგრამ ძალიან კონკრეტული ამავდროულად - უამრავი განცხადება იქნება, უკვე დავრწმუნდით ამაში, ჩვენც და თქვენც, უამრავ სიბინძურეს დაგვაბრალებენ, მათ შორის  გოგაშვილი, თუ სხვა, მაგრამ მათ ნალაპარაკებს, დამიჯერეთ, კონკრეტული მტკიცებულებები არ ექნება არასდროს. დაიმახსოვრეთ, გავა თვეები, წლები და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები, რომ პასუხები მტკიცებულების სახით მათ არ ექნებათ არაფერზე. 
მაგრამ, თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას სთავაზობდა,  ფულის სანაცვლოდ რაიმე მოქმედებებს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ არის ტყუილი. ცალსახად, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ  ეს არის მოგონილი, მორიგი ბინძური ტყუილი". - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics