09:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 17:01:39, 938 ნახვა

პოლიტიკა
ფრანგმა რეჟისორმა, ჟან-ლიუკ გოდარმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლიუკ გოდარმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა.

ექიმების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნაში ნათლად არის დადასტურებული, რომ მან სიცოცხლის დასრულება აირჩია, რისთვისაც შვეიცარიას მიმართა, რადგან შვეიცარია იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელშიც ევთანაზია დაშვებულია. 

ადვოკატის ინფორმაციით, რეჟისორს არაერთი დაავადება აწუხებდა.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი დაიბადა პარიზში, ფრანგი-შვეიცარიელი მშობლების ოჯახში. სწავლობდა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, რომერის ლიცეუმში, შემდეგ კი სორბონში, ეთნოგრაფიას. გოდარის ფილმები ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში დამკვიდრებული კლიშეების გამოწვევა იყო და მას ხშირად ახალი ტალღის კინორეჟისორთაგან ყველაზე რადიკალურად მიიჩნევდნენ. მისი ბოლო ნამუშევარი 2018 წელს შედგა სახელად „ფოტოსურათების წიგნი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics