|
2022-09-14 10:47:32, 824 ნახვა
პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - დასკვნები ქართველებმა უნდა გააკეთონ - იქცეს საქართველო მეორე ფრონტად ან შეაფასონ, რამდენად მისაღებია საელჩოს განზრახვა
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკას განცხადებებს ეხმაურებიან და მორიგ წერილს ავრცელებენ. როგორც "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები აღნიშნავენ, ქალბატონმა ფარკასმა, საჯაროდ განაცხადა ის, რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი "ვერ ბედავს". „მედიაში გავრცელდა „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მედიასაშუალება, ისე რესპონდენტი ამერიკული საბიუჯეტო წყაროებიდან იღებენ ოფიციალურ დაფინანსებას და შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილი და სიტყვა ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებს შეგვიძლია, დავუკავშიროთ. ქალბატონმა ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს. ქალბატონმა ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და იქვე ნაწილობრივ დაგვამშვიდა, „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყოო“. ამასთან, ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლიაო, მან სრულიად შემაშფოთებელი პასუხი გასცა - „მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო“. ანუ ქალბატონმა ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს და მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ რუსეთი გამარჯვებას ვერ შეძლებს. თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე, ესეც ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე. ქალბატონმა ფარკასმა რადიკალური ოპოზიციის პირით გახმოვანებული მესიჯიც გაიმეორა და დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო. აქ საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკიცებით იწუხებს თავს, რომ უკრაინა და საქართველო ორი ფრონტის პირობებში მაინც გაიმარჯვებენ. როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია. რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს. ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს - ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის. მეორე ფრონტზე მსჯელობისას, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ჯარის ინტერვენციის შემთხვევაში, ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ამ ქვეყანაში ძმურად უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს კავკასიურ წესს და ღირსებას შეეფერება. როდესაც ცდილობენ, 30 წლის თავზე აფხაზებთან და ოსებთან ახალი ძმათამკვლელი ომი გაგვაჩაღებინონ, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ცალკე შეფასებას მოითხოვს. აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ წყდება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ღია მოწოდებები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით. გუშინაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებდა, დროა, ქართველმა ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვისო. უკრაინის ხელისუფლებაზე ამერიკელების გავლენა რამდენად ძლიერია, ალბათ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. შესაბამისად, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და უკრაინელი პოლიტიკოსების გზავნილები ასე ზუსტად ერთმანეთს. თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)