12:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 20:43:07, 1340 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურამ მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ხუთ ბრალდებულს გირაო გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით შეეფარდა

შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ ხუთ პირს გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცეებს.

მათივე თქმით, პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. 

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში, 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გამოძიების პროცესში, ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე.
პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე, რაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე მცხეთის სასამართლომ დღეს 5 ბრალდებული  გირაოთი გათავისუფლა, 3 კი პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics