18:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 15:53:36, 1358 ნახვა

ეკონომიკა
აიღე ნებისმიერი ტიპის სესხი MBC-ში

დღესდღეობით, სხვადასხვა დანიშნულების სესხის აღება მიზნების დროულად განხორციელებისთვის ყველაზე ოპტიმალური პრაქტიკაა. MBC-ის სესხები ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია, რადგან კომპანია მომხმარებლების ინტერესებს მუდმივად ითვალისწინებს და ნებისმიერ მსურველს აძლევს მიზნის განხორციელების საშუალებას.  

ავტო სესხი

ავტომობილის შეძენა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. თუმცა, ბაზარზე ფასების ზრდის პირობებში, მომხმარებლებს საკუთარ ოცნებაზე ხშირად უარის თქმაც კი უწევთ. MBC გამოცდილი კომპანიაა, სადაც ნებისმიერ მსურველ საქართველოს მოქალაქეს, 20 წლის ასაკიდან 50 000 ლარამდე ავტო სესხის აღება შეუძლია. კრედიტის მისაღებად მხოლოდ ID ბარათი ან პასპორტი და მანქანის რეგისტრაციის მოწმობა დაგჭირდებათ. ავტომობილის შეფასება დისტანციურად მოხდება და თქვენს განაცხადზე პასუხს კომპანიის წარმომადგენლებისგან შინიდან გაუსვლელად მიიღებთ.

MBC გადახდის გრაფიკს ინდივიდუალურად, თითოეული მომხმარებლის შემოსავლების გათვალისწინებით ადგენს. გრაფიკი კლებადი სახისაა, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ სესხის დაფარვის პროცესი მაქსიმალურად გაიმარტივოთ.  

იპოთეკური სესხი

უძრავი ქონების შესაძენად, რემონტისთვის, მინდინარე ვალდებულებების გადასაფარად, ან სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის MBC-ში იპოთეკური სესხი მოქმედებს. 100 000 ლარამდე კრედიტს კომპანია ქონების უზრუნველყოფით გასცემს. სესხის განაცხადის შევსება ონლაინ არის შესაძლებელი, რის შემდეგაც კომპანიის წამომადგენელი დაგიკავშირდებათ, გაგაცნობთ პროდუქტის პირობებს დეტალურად და შემდგომი პროცედურებისთვის ახლომდებარე სერვის ცენტრში დაგიბარებთ. სესხის ასაღებად მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო.  

ბიზნეს სესხი

ბიზნესის დაწყება, ან გაფართოება ზოგიერთი მომხმარებლისთვის სარისკო გადაწყვეტილებასთან ასოცირდება. ფინანსური კაპიტალის მოძიება ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია, შესაბამისად ბიზნეს სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრედიტის ტიპია. MBC ორი ტიპის სესხს გასცემს: 2000-დან 100 000 ლარამდე ოდენობით უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი; ხოლო 500-დან 10000 ლარამდე სესხის მიღება ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე შეგიძლიათ. პროცესები ამ შემთხვევაშიც სწრაფი და მარტივია. განაცხადის შევსება კი კომპანიის ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი.  

ემბისი-ში ასევე შეგიძლიათ უსასყიდლოდ მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია, რაც ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოების მიმართულებით ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.  

MBC მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული კომპანია, რომელიც კონკურენტულ უპირატესობას მრავალი წელია ინარჩუნებს და ნებისმიერ მსურველს ხელმისაწვდომი სესხების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და  სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის პორტირების საშუალებასაც გაძლევთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics