|
2022-09-13 14:33:11, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - კობახიძემ, მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს
ოქრიაშვილი ივანიშვილს: „ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან“! ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან, - ასე მიმართავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმითმ, "ოცნებას“ საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, "მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს". "ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართველოში ბორტნიკოვის ჩამოსვლაც არ არის პრობლემა, - რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტები, შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური, ფარული შეთანხმებები ღალატი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია. „ოცნებას“ საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს. ასევე, უარი თქვეს შარლ მიშელის 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რაც პრაქტიკულად, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ფუნდამენტია და ახლა სახეზეა „პლასტინკის“ გადატრიალება. უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, დღეს „ოცნებამ“ მეორე განცხადებაც შემოგვთავაზა - არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ და ევროკავშირის 12 პუნქტსაც შევასრულებთო. ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან! ელექტრონული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია უდიდესი რეფორმის ჩამონათვალში. ელექტრონულ არჩევნებში ჩვენს მილიონამდე ემიგრანტსაც უნდა ჰქონდეს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ფოსტით და ელექტრონული მოწყობილობებით მონაწილეობის საშუალება. შეგახსენებთ, ჩვენი ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 15 %-ია. საქართველოს მშპ 17 მილიარდი დოლარია, ემიგრანტები კი ყოველწლიურად 2,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ, რაც მშპ-ს დაახლოებით 15 %-ს შეადგენს. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ძალიან საინტერესოა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებში 2-3 % იყო, მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 15 %, ხოლო ახლა, ბოლო შვიდ თვეში, ტურიზმის აღდგენის ხარჯზე, ზრდა 10 %-ს შეადგენს.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)